საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ​ოზურგეთში 

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს ოზურგეთის ცენტრალურ პარკში. ქალაქის ქუჩები საქართველოს დროშებითა და 26 მაისის ბანერებითაა გაფორმებული. ოზურგეთის ცენტრალურ პარკში იმართება სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება, წარმოდგენილია ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ორგანიზაციების სტენდები და ინსტალაციები. ტარდება კონცერტები ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფებისა და მიწვეული შემსრულებლების მონაწილეობით. ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდება.