ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას წინ უძღოდა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ბრიფინგი. მან დეტალურად ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა დარღვევები გამოავლინა მისმა უწყებამ ფარმაცევტული ბაზრის 9-თვიანი შესწავლის შედეგად. მისი განმარტებით, ოთხი კომპანიის მიერ განხორციელებული ქმედებები კონკურენციის კანონმდებლობის მძიმე ფორმის დარღვევაა.
ჯარიმა 53 მილიონ ლარამდეა. ლექვინაძის განმარტებით, კომპანიებს შეუძლიათ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრონ.