გაერო-ს სააგენტოთა ჯგუფი საქართველოში გენდერული თანასწორობის საკითხებზე ეროვნულ კონფერენციას მართავს. კონფერენციას ხელისუფლებისა წარმომადგენლები და დიპლომატები ესწრებიან. კონფერენციაზე განიხილეს ქალზე ძალადობისა და ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები, ასევე ქალთა როლის გაძლიერება პოლიტიკაში. კონფერენციის მიზანია, გენდერული თანასწორობის მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.