პარლამენტში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშს ისმენენ.
ანგარიშს კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური წარადგენს. მისი განცხადებით 2020 წელს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ უზრუნველყო, რომ საქართველოში მოსახლეობას ჰქონოდა წვდომა მეხუთე თაობის ინტერნეტზე, ხელი შეეწყო ქვეყნის ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბებას. გასულ წელს, კომუნიკაციების კომისიამ, ასევე ხელი შეუწყო სოფლებში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. რაც შეეხება წინასაარჩევნო მედია მონიტორინგს, ანგარიშში წერია, რომ მედიის ნაწილი პოლარიზებულია, ნაწილი კი სიძულვილის ენით არის გაჯერებული.