კახა ბექაური "სამართლიანი არჩევნების" შუალედურ დასკვნას ეხმაურება

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე “სამართლიანი არჩევნების” მიერ გამოქვეყნებულ წინასაარჩევნო პერიოდის შუალედური დასკვნის იმ ნაწილს ეხმაურება, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაცია მარეგულირებელ კომისიას აკრიტიკებს, საუბარია ტელეკომპანიებისთვის არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების სანდოობის გადამოწმების ვალდებულების დაკისრებაზე.

კახა ბექაურის განცხადებით, ვალდებულება, რომ ტელემაუწყებლებმა იმ შემთხვევაში, თუკი ისინი გადაწყვეტენ, გამოაქვეყნონ წინასაარჩევნო საზოგადოებრივი აზრის კვლევა, უნდა იყოს შემოწმებული და სანდო, ეს არის კანონის მოთხოვნა და ეს კანონში წერია 2006 წლიდან. თუკი არ მოხდება კვლევის სანდოობის გადამოწმება, ასეთ შემთხვევაში, კახა ბექაურის განცხადებით, გაჩნდება პოლიტიკური კორუფციის რისკები.

ვინაიდან, მეორე მხრივ, კანონში გათვალისწინებულია ისიც, რომ მაუწყებელს შეუძლია პოლიტიკურ პარტიას მიანიჭოს კვალიფიციურის სტატუსი, იმ შემთხვევაში, თუკი პარტია მის მიერ გამოქვეყნებული კვლევის საფუძველზე 4-პროცენტიან ზღვარს გადალახავს.