კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის მოსმენა

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე პარლამენტს ორწლიანი საქმიანობის ანგარიშს აბარებს. მთავარ გამოწვევად კახა ბექაური პოლარიზებულ მედია-გარემოს, ყალბი ახალი ამბების სიჭარბეს, უხამსობის ტირაჟირებას და სიძულვილის ენას ასახელებს. ყალბი ინფორმაციის გავრცელების მავნე პრაქტიკასთან საბრძოლველად ბექაური თვითრეგულირების მექანიზმს არასაკმარისად მიიჩნევს. მარეგულირებელი უწყების ხელმძღვანელი იმ პროექტებზეც საუბრობს, რომლებსაც კომისიაში შექმნილი მედია-აკადემია მედია-წიგნიერების განვითარებისთვის და ჟურნალისტთა კვალიფიკაციის გასაზრდელად ახორციელებს. მომავალი წლის პრიორიტეტად ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, მისი ხარისხის კონტროლი და რეგიონებში ინტერნეტიზაციის პროცესის გააქტიურება სახელდება.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის შემდეგ კახა ბექაურს ამ წუთებში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში უსმენენ.

დატოვე კომენტარი