კახა ბექაურის განცხადება

საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას არაკვალიფიციურს უწოდებს და აცხადებს, რომ საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის განათლება და დიპლომი სრულად აკმაყოფილებს მაუწყებლობის შესახებ კანონის მოთხოვნებს. კახა ბექაურის თქმით, მან 1986-1992 წლებში დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი, რომლის დიპლომიც გათანაბრებულია მაგისტრის ხარისხთან. ბექაური ოპონენტებს შეახსენებს, რომ კიბერნეტიკა არის მეცნიერება ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ და იგი შეისწავლის ელექტრონულ მოწყობილობებს შორის ინფორმაციის გადაცემას, მიღებას, დამუშავებას და ამ ინფორმაციის გამოყენებას მართვისთვის, შესაბამისად კიბერნეტიკა ელექტრონულ კომუნიკაციებს მოიცავს. შეგახსენებთ, გუშინ „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოში“ კახა ბექაურის განათლებასა და მისი დიპლომის ამ თამანდებობაზე შეუსაბამობაზე ისაუბრეს.