“სამართლიანი არჩევნების” სადავო ანგარიში

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” კახა ბექაურის მწვავე კრიტიკის ობიექტი ხდება. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ორგანიზაციის ხელმძღვანელობას წინასაარჩევნო პერიოდზე გამოქვეყნებული შუალედური ანგარიშის შეცვლას სთხოვს.

ბექაურის გაღიზიანების მიზეზი დოკუმენტის ის ნაწილია, რომელშიც ავტორები მარეგულირებელ კომისიას მედიასაშუალებებისთვის დაწესებული მოთხოვნის გამო აკრიტიკებენ. საუბარია მოთხოვნაზე, რომლის მიხედვით, ტელემაუწყებლებმა საზოგადოებრივი კვლევის შედეგები მხოლოდ მათი შემოწმების შემდეგ უნდა გაასაჯაროონ.

კახა ბექაური მესამე სექტორს კანონის შესაბამისი მუხლისკენ მიუთითებს, თუმცა, უფლებადამცველებისთვის გაუგებარია, რა მეთოდებით უნდა შეამოწმონ მაუწყებლებმა კვლევის შედეგები.

მხარეებს შორის დავას პარლამენტიდანაც გამოეხმაურნენ.