დღეიდან, თვითდასაქმებულ პირებს, დახმარების მისაღებად რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ. სპეციალური აპლიკაცია ჯანდაცვის სამინისტროს ვებ გვერდზეა განთავსებული. საუბარია ერთჯერად 300-ლარიან დახმარებაზე. თანხის მისაღებად, თვითდასაქმებულებმა, წლის პირველ სამ თვეში აღებული შემოსავლის დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტი უნდა წარადგინონ. ახლა მთავარი დილემა თვითდასაქმებულთა ის კატეგორიაა, რომლებიც შემოსავლების სამსახურში არ არის რეგისტრირებულები და საკუთარ საქმიანობას ვერანაირი საბუთით ვერ ადასტურებენ. ჯანდაცვის სამინისტროსთვის ასეთ შემთხვევაში ფიზიკური პირების რეკომენდაცია საკმარისი არ არის და ისინი იურიდიული პირებისგან გაცემულ საბუთებს, მათ შორის საბანკო ამონაწერს ითხოვენ.