პირველი შემთხვევა, როცა ძალადობის მსხვერპლმა ქალმა კომპენსაცია მიიღო.
დეკემბრიდან ამოქმედებული რეგულაციის მიხედვით, კაცების მიერ მოკლული ქალების შვილების შემდეგ კომპენსაციებს იმ ქალებზეც გასცემენ, რომლებიც ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად დაზარალდნენ.
სასამართლოს მიერ მსხვერპლად მიჩნევის შემდეგ, მომჩივანი კუთვნილ ანაზღაურებას იღებს, რომლის მაქსიმალური ოდენობა 10 000-ს შეადგენს.
კომპენსაციების გაცემის სისტემა საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით ამოქმედდა.