სამშენებლო კომპანია სვეტის გარშემო დაპირისპირება გრძელდება. 4 000-მდე ოჯახი კომპანიის ხელმძღვანელების დასჯას და ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. დავის საგანია თბილისსა და ბათუმში დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც ამ დროისთვის შეჩერებულია.
თბილისის მერიის დადგენილება თუ ფინანსური პრობლემები: საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის შეჩერებას დაპირისპირებული მხარეები ურთიერთგამომრიცხავი ვერსიებით ხსნიან.