პიროტექნიკით დაშავების შემთხვევები საქართველოში

პიროტექნიკით დაშავების შემთხვევები საქართველოში წელსაც დაფიქსირდა.

დაზარალებულები მკურნალობის კურსს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადიან. მათ შორის არიან მოზარდებიც. პიროტექნიკის გამოყენების შედეგად განსაკუთრებით ზარალდებიან ცხოველები, თუმცა ზოოპარკის დირექტორის განმარტებით, წინასწარ გატარებული პრევენციული ღონისძიებების გამო, წელს საბედნიეროდ მსხვერპლი არ ყოფილა.