კომპანია „სვეტისგან“ დაზარალებულების პროტესტი

სამშენებლო კომპანია სვეტის გარშემო დაპირისპირება გრძელდება.  4 000-მდე ოჯახი კომპანიის ხელმძღვანელების დასჯას და ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. დავის საგანია თბილისსა და ბათუმში დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც ამ დროისთვის შეჩერებულია.

თბილისის მერიის დადგენილება თუ ფინანსური პრობლემები:  საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის შეჩერებას დაპირისპირებული მხარეები ურთიერთგამომრიცხავი ვერსიებით ხსნიან.