კომპანია "ნილი" 171 ბაღსა და 61 000 აღსაზრდელს 15 იანვრიდან მოემსახურება
თბილისის მერიამ ის კომპანია შეარჩია, რომელიც ერთი თვის განმავლობაში საჯარო ბაგა-ბაღებს კვებით უზრუნველყოფს.
კომპანია ნილი 171 ბაღსა და 61 ათას აღსაზრდელს 15 იანვრიდან მოემსახურება, მანამ, სანამ საბოლოო ტენდერი არ დასრულდება.
დედაქალაქის მერიას ბაღების კვებით მომსახურებასთან დაკავშირებით კონკურსი აქვს გამოცხადებული. ამ დროისთვის მარცხენა სანაპიროზე არსებულ ბაღებთან დაკავშირებით ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა, რადგან სამი პრეტენდენტიდან პირობები ვერცერთმა დააკმაყოფილა. რაც შეეხება მარჯვენა სანაპიროს, აქ ტენდერი გრძელდება.
ერთთვიანი მომსახურება მერიას 4,5 მილიონი ლარი დაუჯდება.