კომპანია ბადაგონის ადვოკატი ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით ჩატარდა, სამარცხვინოს უწოდებს.
ზაზა ხატიაშვილის განმარტებით, არსებობს მოსამართლის განჩინება, სადაც მითითებულია, რომ საგამოძიებო მოქმედებები გამომძიებელს უნდა ჩაეტარებინა, რაც ასე არ მოხდა.
ხატიაშვილმა მთავარ პროკურატურას მიმართა და ხუთი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება მოითხოვა.
ხატიაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა საქმეში დიმიტრი ქუმსიშვილის ბრალეულობაზე.