კეზერაშვილის საქმე

დავით კეზერაშვილთან ინტერვიუმ პოლიტიკურ წრეებში მისი წარსული საქმიანობა კიდევ ერთხელ გააცოცხლა.

ქართული ჯარის ძარცვით საკმაოდ დიდი ქონების დაგროვების შესახებ ბრალდებებმა მოქმედი ხელისუფლების მხრიდან მეტი სიმწვავე შეიძინა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ყველა ბრალდებას პოლიტიკური დევნის კონტექსტში განიხილავს, თუმცა მმართველი გუნდის გარდა მისი მინისტრობის პერიოდის მიმართ პრეტენზიები და თანამდებობიდან წასვლიდან მალევე დაგროვილ ქონებასთან თუ ბიზნეს-რეკეტთან დაკავშირებით კითხვები ოპოზიციის ნაწილსაც აქვს.

კეზერაშვილის პოლიტიკური კარიერა „ვარდების რევოლუციიდან“ მალევე დაიწყო. იუსტიციის სამინისტროში მიხეილ სააკაშვილის თანაშემწეს მოგვიანებით ჯერ ფინანსური პოლიცია, შემდეგ კი თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ჩააბარეს. სწორედ თავდაცვის უწყებას უკავშირდება ის სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც ყოფილ მინისტრს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს.

ბიზნესმენის გვარი ფიგურირებს სხვა რეზონანსულ საქმეებშიც, რომლებსაც თეონა ხუბულავა გაგვახსენებს.