დაკავება წალენჯიხის მუნიციპალიტეტში

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და მისი თანამშრომელი დააკავეს. ფაქტს ადასტურებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი, ბესო ფარცვანია.

საკრებულოს თავმჯდომარე მაშინ დააკავეს, როდესაც სამსახურებრივი „ტოიოტა პრადოს“ მარკის მანქანით გადაადგილდებოდა. როგორც ცნობილია, მანქანაში უაქციზო სიგარეტი აღმოჩნდა. საქმე შემოსავლების სამსახურის ფინანსურ პოლიციას გადაეცა.