კოალიცია „თავისუფალი საქართველოს“ გუნდის პრეზენტაცია

კოალიცია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ, თბილისის მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. მერობისთვის ზაზა ხატიაშვილი იბრძოლებს, რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატებს, კოალიციას კანდიდატი ექვს რაიონში ეყოლება. „თავისუფალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ვერის ბაღში შეკრებილ მოქალაქეებს საარჩევნო პროგრამა გააცნო.