სტამბა „კოლორპაკი“ დღეს მედიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს და გადაიღეს პროკურატურის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია, რომელიც ორშაბათს საგამოძიებო უწყებას უნდა გადაეცეს.
ამ დროისათვის კომპანიას მზად აქვს ბოლო 2 წლის დოკუმენტაცია.
შეგახსენებთ, რომ საქრთველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, შპს „კოლორპაკმა“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, – „აწარმოე საქართველოში“, – 2014 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მილიონ 600 ათასი დოლარის ოდენობის კრედიტი მიიღო. კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის მიზნობრივი თანადაფინანსება 24 თვის განმავლობაში ხორციელდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.