„კოლორპაკის“ განცხადება

სტამბა „კოლორპაკი“ დღეს მედიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს  და გადაიღეს პროკურატურის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია, რომელიც ორშაბათს საგამოძიებო უწყებას  უნდა გადაეცეს.

ამ დროისათვის კომპანიას მზად აქვს ბოლო 2 წლის დოკუმენტაცია.

შეგახსენებთ, რომ საქრთველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით,   შპს „კოლორპაკმა“  სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, – „აწარმოე საქართველოში“, – 2014 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მილიონ 600 ათასი დოლარის ოდენობის კრედიტი მიიღო. კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის მიზნობრივი თანადაფინანსება 24 თვის განმავლობაში ხორციელდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.