კობა კოშაძე პატიმრობაში რჩება

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის, კობა კოშაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე კოშაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გადაისინჯა.

დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის  – 10 000 ლარიანი გირაოთი შეცვლას ითხოვდა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მის განმარტებით, კვლავ არსებობდა ბრალდებულის მიმალვისა და მოწმეებზე ზეგავლენის საფრთხე.

შეგახსენებთ, კობა კოშაძეს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება, რაც 4-დან 7-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.