2025 წლიდან ყველა კლინიკა სავალდებულო აკრედიტაციის წესს დაექვემდებარება.
პროცედურის ვერ გავლის შემთხვევაში საავადმყოფო საყოველთაო დაზღვევის პროგრამას გამოეთიშება. ეს კი პრაქტიკულად სამედიცინო დაწესებულების დახურვას ნიშნავს. აკრედიტაციის პროცესში შემოწმდება სამედიცინო მომსახურების, დიაგნოსტიკის და მკურნალობის ხარისხი, მენეჯმენტის მუშაობა, პაციენტების უსაფრთხოება, ასევე ინფექციების კონტროლი. პროცესს აკრედიტაციის საერთაშორისო ცენტრები ჩაატარებენ. კლინიკების დიდმა ნაწილმა პროცედურის გასავლელად შესაბამის ცენტრს უკვე მიმართა. რამდენიმე საავადმყოფოსთვის აკრედიტაციის პროცესი წარმატებით დასრულდა.