კლინიკების მოთხოვნა - ტარიფების ინდექსაცია

ასამდე კლინიკა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს.

თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ცხრა წლის წინ დადგენილი ტარიფები არ გაიზრდება, საავადმყოფოების ნაწილი ფუნქციონირების შეწყვეტას ვარაუდობს. კლინიკებში განმარტავენ, რომ ინფლაციის პირობებში დანახარჯები ფიქსირებულ ტარიფებს მკვეთრად აღემატება, რის გამოც მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. თავის მხრივ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საავადმყოფოების დაფინანსების საკუთარი გეგმა აქვს აზარაშვილის უწყებას, რომლის ამოქმედებას რამდენჯერმე გადაიდო.