სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - მთავრობის წევრების შეფასებები 

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, კონსილიუმის დასკვნაში საუბარი არ არის მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე, – აცხადებს იუსტიციის მინისტრი. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულია მულტიპროფილური კლინიკა და მე-18 დაწესებულება მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მართვის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

რატი ბრეგაძის განმარტებით, ბოლო დასკვნა არის სარეკომენდაციო ხასიათის, სადაც საუბარია სამომავლო პერსპექტივაზე, თუ გახდება საჭირო ჰოსპიტალიზაცია.