ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა

ქუთაისში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა იწყება. პროექტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე განხორციელდება. სამედიცინო მიზნებისთვის განკუთვნილი ციკლოტრონის ბაზაზე უნდა დაარსდეს პროტონული თერაპიის კლინიკა, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით მოხდება. ცენტრი რეგიონის მასშტაბით ერთადერთი იქნება. გეგმის მიხედვით, ქუთაისის ადრონული თერაპიის ცენტრმა პაციენტების მიღება 2024 წელს უნდა დაიწყოს. მშენებლობის გახსნის ცერემონიაში დღეს მონაწილეობა მიიღო პრემიერმა, განათლების მინისტრმა, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და მიწვეულმა სტუმრებმა.