საფრთხე, რომელზეც გარემოსდამცველები აქტიურად საუბრობენ.
კლიმატური ცვლილებები, რომელიც მთელი მსოფლიოს საფიქრალია, საქართველოზეც აისახა. მთიან რეგიონებში თოვლი ამ დრომდე არ მოსულა, რაც მთის კურორტებზე სეზონის გახსნას აფერხებს. მკვეთრად არის დაკლებული წყლის დონე მდინარეებში, რაც ენერგეტიკულ ობიექტებს პრობლემებს უქმნის.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ნოემბერ-დეკემბერში მცირე რაოდენობის ნალექი მოვიდა, რაც წინა წლების სტატისტიკასთან შედარებით ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.