სტიქიური კატასტროფები მსოფლიოში - განხილვა ევროპარლამენტში

კლიმატური ცვლილებები საქართველოსთან ერთად არაერთი გამოწვევის წინაშე აყენებს დანარჩენ მსოფლიოსაც.

რეკორდულად ცხელი ზაფხულისა და მასშტაბური ხანძრების შემდეგ, რამდენიმე ქვეყანა ბუნებრივ კატასტროფებს ამ წუთებშიც ებრძვის. წყალდიდობა, დამანგრეველი მიწისძვრა, ვულკანის ამოფრქვევა ის მთავარი პრობლემებია, რამაც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მცხოვრებ ადამიანებს მშვიდად ყოფნის საშუალება წაართვა. პლანეტაზე არსებულ ვითარებას ექსპერტები საგანგაშოს უწოდებენ.