კინოთეატრ „ამირანში“ ანა ურუშაძის ფილმის „საშიში დედა“ მედიისთვის ჩვენება გაიმართა
კინოთეატრ „ამირანში“ ანა ურუშაძის ფილმის „საშიში დედა“ მედიისთვის სპეციალური ჩვენება და პრესკონფერენცია გაიმართა. მედიის წარმომადგენლებს ფილმის რეჟისორი ანა ურუშაძე, მსახიობები ნატო მურვანიძე, დიმიტრი ტატიშვილი და პროდიუსერი ლაშა ხალვაში ესაუბრნენ. ახალგაზრდა რეჟისორის სადებიუტო სრულმეტრაჟიან ფილმს საქართველოს კინოთეატრებში 29 მარტიდან აჩვენებენ.
შეგახსენებთ, რომ ფილმმა არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის „ოქროს ლეოპარდი“ – ლოკარნოს კინოფესტივალზე, სარაევოს კინოფესტივალის გრან პრი და ორი აზიური ოსკარი მოიპოვა.