ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კიევიდან თბილისისკენ მომავალი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავარიულად დაეშვა. მიზეზი, სავარაუდოდ, თვითმფრინავის სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობა გახდა. „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილმა თვითმფრინავმა თბილისის გარშემო 3-ჯერ დაუგეგმავად გააკეთა წრე. საბოლოოდ, 35 წუთის დაგვიანებით, თვითმფრინავი ბილიკზე ავარიულად, მაღალი სიჩქარით დაეშვა.
დაშვებისას სამუხრუჭე ფრთები არ გაშლილა. თვითმფრინავს აეროპორტში სახანძრო და სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი და პოლიცია დახვდა. ავარიულად დაშვების გამო, მგზავრები არ დაშავებულან.
ადგილზე #მოამბის გადამღები ჯგუფი მუშაობს.