2019 წლის ოქტომბერში საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა, – განცხადება ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გაკეთდა.
რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უკანონო მოქმედებას გმობს საერთაშორისო თანამეგობრობა.
შეგახსენებთ, გასული წლის ოქტომბერში კიბერშეტევის სამიზნე საქართველოში საჯარო და კერძო სექტორი გახდა. პრობლემები შეექმნა ტელე და რადიო მაუწყებლებს. დაიბლოკა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ელექტრონული სისტემა. კომპიუტერებზე კი განთავსდა მიხეილ სააკაშვილის ფოტოსურათი წარწერით მე დავბრუნდები.
ნათია ქენქაძე გვერთვება დეტალებით.