საპარლამენტო არჩევნები 2024 – როგორ მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი იმერეთში

12:38, 26.10.2024

საარჩევნო პროცესი ამ დროისთვის მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს იმერეთში, სადაც ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქეა რეგისტრირებული. ქუთაისში გახსნილია 72 საარჩევნო უბანი, აქედან 71 უბანზე ხმის მიცემის პროცესი ელექტრონული სისტემით მიმდინარეობს, ერთი უბანი კი პენიტენციურ დაწესებულებაშია განთავსებული და კენჭისყრა ძველი წესით იმართება.

იმერეთში არჩევნებს აშუქებს „მოამბის“ ჟურნალისტი ირმა ჭოლაძე, რომელიც პირდაპირ ეთერში გვიერთდება.

მსგავსი