საპარლამენტო არჩევნები 2024 - როგორ მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი იმერეთში

საარჩევნო პროცესი ამ დროისთვის მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს იმერეთში, სადაც ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქეა რეგისტრირებული. ქუთაისში გახსნილია 72 საარჩევნო უბანი, აქედან 71 უბანზე ხმის მიცემის პროცესი ელექტრონული სისტემით მიმდინარეობს, ერთი უბანი კი პენიტენციურ დაწესებულებაშია განთავსებული და კენჭისყრა ძველი წესით იმართება.

იმერეთში არჩევნებს აშუქებს „მოამბის“ ჟურნალისტი ირმა ჭოლაძე, რომელიც პირდაპირ ეთერში გვიერთდება.