ხმის დათვლის ელექტრონული სისტემის საპილოტე პროექტი

მოახლოებული არჩევნების ერთ-ერთი მთავარი სიახლე – წელს პირველად ხმების ელექტრონული თვლის საპილოტე პროექტი ამოქმედდება.

ელექტრონულ საშუალებებს მხოლოდ კრწანისის საარჩევნო ოლქის უბნებზე გამოიყენებენ, კენჭისყრის პროცესის დასრულებისთანავე კი მითითებულ უბნებზე ბიულეტენებს როგორც ხელით, ასევე სპეციალური აპარატით დათვლიან. ეს ნიშნავს, რომ კრწანისის უბნებზე წინასწარი შედეგები რამდენიმე წუთში იქნება ცნობილი. როგორც ცესკო-ში განმარტავენ, ხმების თვლის ელექტრონული მოდელი გაყალბების თუ შეცდომის რისკებს აზღვევს და არაერთ დამცავ მექანიზმს გულისხმობს. ტექნოლოგიური სიახლის დანერგვის პროცესში ოპოზიცია და მესამე სექტორიც იყო ჩართული.