მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები

წელს პირველად მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარება აპლიკანტებს ელექტრონული სისტემით მოუწიათ. ტესტირების პირველ ეტაპზე 233 მსურველიდან  კომპეტენციის მინიმალური ზღვარი 73-მა მონაწილემ გადალახა. გამოცდის ახალი სისტემით ჩატარება, 2015-ში მომხდარი სკანდალის შემდეგ გადაწყდა. მაშინ ტესტირების პასუხები წინასწარ გასაჯაროვდა.

ორგანიზატორების განმარტებით, წლევანდელი საგამოცდო პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს და ყველა მონაწილეს საკუთარი ცოდნის მაქსიმალურად გამოვლენის შესაძლებლობა აქვს.

გამოცდის მეორე ეტაპი 28 ივლისს ჩატარდება.