საარჩევნო რეფორმა

საარჩევნო კოდექსი ინიცირებულია.

რეფორმის ახალი პაკეტი შეფასებისთვის ეუთო-ს დღეს გაეგზავნება. დოკუმენტი „მოქალაქეებსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის გაფორმებულ მემორანდუმს ეფუძნება. მისი ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა. იცვლება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, თვითმმართველობის არჩევნები უფრო მეტად პროპორციული იქნება. იკრძალება საარჩევნო უბანთან 100 მეტრის რადიუსში ამომრჩევლის გადაადგილების შეზღუდვა და აგიტაცია. არჩევნები ჩატარდება ელექტრონული სისტემით.