ხორვატიაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ხელბურთში.
მესამე ადგილისათვის მატჩში ფრანგებმა დანიას აჯობეს. ფინალში კი ესპანეთისა და შვედეთის გუნდები გავიდნენ.
პირველი ნახევარი შვედებმა ორი ბურთის სხვაობით მოიგეს. მეორე ნახევარი კი თავიდან ბოლომდე ესპანელების იყო, რომლებმაც ფავორიტის სტატუსი სრულად გაამართლეს და დამაჯერებლად 29:23 მოიგეს.
ევროპის ჩემპიონების შემადგენლობაში 5-5 გოლით ყველაზე შედეგიანი სოლე და ბალაგერი იყვნენ. ესპანეთისთვის ეს მეხუთე ფინალი გახლდათ, ტიტულის მოპოვება კი მათ პირველად შეძლეს.