ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი

მაღალი რანგის სტუმარი ხორვატიიდან.

საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობამდე მისასვლელ გზაზე დახმარებას ჰპირდება. სწორედ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა და ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულების პროცესი იყო ხორვატი მაღალჩინოსნის შეხვედრების მთავარი თემა. შეთანხმდნენ, რომ საქართველოსა და ხორვატიას შორის პოლიტიკური დიალოგი ყველა მიმართულებით უნდა გაღრმავდეს. ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრების შემდეგ გორდან რადმანი საოკუპაციო ხაზთან ჩასვლას და ოკუპაციის მძიმე შედეგების საკუთარი თვალით ნახვასაც გეგმავს.