შეხვედრა თსუ-ის სტუდენტებთან

12:30, 11.02.2023

ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა ევროინტეგრაციისკენ საქართველოს სწრაფვას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და ამ კუთხით ხორვატული გამოცდილება გაუზიარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს. მან წაიკითხა საჯარო ლექცია „ხორვატიის გამოცდილება ევროპაში ინტეგრაციის გზაზე“ და ხორვატიისა და საქართველოს საერთო წარსულზე, საერთო პრობლემებსა და საქართველოს ევროპისკენ სვლის თავისებურებებზე ისაუბრა. ლექციის შემდეგ მინისტრმა სტუდენტების კითხვებსაც უპასუხა.

მსგავსი