„დინამო თბილისის“ აკადემია მსოფლიოს მოწინავე წყალბურთის ტურნირზე

ცურვისა და წყალბურთის აკადემია „დინამო თბილისი“ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირ TOMO-ზე ითამაშებს.

ტურნირი ხორვატიაში 2011 წლიდან იმართება და მასში მსოფლიოს წამყვანი კლუბები, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში მონაწილეობენ. ამ დონის შეჯიბრზე ქართული კლუბი პირველად არის მიწვეული. ტურნირში 66 კლუბი მონაწილეობს, ჯამში 226 მატჩი გაიმართება და ის ქალაქ დუბროვნიკში, დღეიდან 8 აპრილის ჩათვლით ჩატარდება. ცურვისა და წყალბურთის აკადემია „დინამოს“ აღსაზრდელები, შეხვდებიან წამყვან ევროპულ კლუბებს, მათ შორისაა ტიტულოვანი „იუგ დუბროვნიკი“, „პრო რეკო ბარსელონეტა“ და სხვა.