ხორბლის რეალიზაცია და ფქვილის იმპორტი – ამ თემებზე მედიასთან სოფლის მეურნეობის მინისტრმა ისაუბრა. ოთარ შამუგიას განცხადებით, სამინისტრომ დამატებითი ღონისძიებები ჩაატარა იმისთვის, რომ ხორბლის მწარმოებლებს მეტი პროდუქციის რეალიზაციის საშუალება ჰქონდეთ. ამასთან, მინისტრი ამბობს, რომ ხორბლის ჩაბარების პროცესს აქტიურად აკვირდება და სხვადასხვა ღონისძიების გატარების შემდეგ, წელს დაახლოებით 35 ათასი ტონა ხორბალი იქნა ჩაბარებული.