ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ორი მოწმე დაიკითხა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს ორი მოწმე დაიკითხა. ორივე არასრულწლოვანია და პირველ დეკემბერს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ.

სხდომის დასრულების შემდეგ, ადვოკატებმა მოწმეთა შეცვლილ ჩვენებებზე ისაუბრეს. ამას კატეგორიულად უარყოფს პროკურორი. ასევე, ცნობილია გენეტიკური ექსპერტიზის შედეგებიც.