ხმაური იყო წალენჯიხის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე. ისევ ვერ მოხერხდა თავმჯდომარის არჩევა, რადგან საერთო კანდიდატზე ვერ შეთანხმდნენ. სხდომაზე გიორგი გახარიას პარტიამ საკრებულოს წევრებს ახალი მოდელი შესთავაზა, რის მიხედვითაც, საკრებულოში თანამდებობები პარტიების რაოდენობის შესაბამისად უნდა გადანაწილდეს, რაც კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა „ნაციონალური მოძრაობისთვის“. მათი განცხადებით, წალენჯიხაშიც ჩხოროწყუს მოდელი უნდა გათამაშდეს, უმრავლესობა უნდა ჰყავდეს ოპოზიციას და არცერთი წამყვანი თანამდებობა „ქართულ ოცნებას“. სწორედ ამ წინადადებას მოყვა პარტიებს შორის დაპირისპირება. „ქართული ოცნების“ განცხადებით, ისინი მზად არიან პარტიებთან თანამშრომლობისთვის, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს პროვოკაციების მოწყობას და საკრებულოს მუშაობის კრიზისში შეყვანას. გახარიას პარტიის ინიციატივა ასევე მიუღებელია „ლელოსთვის“.