ბათუმის საკრებულოს სხდომა

12:22, 12.04.2022

ბათუმის საკრებულოს დღევანდელი სხდომა კვორუმის არ არსებობის გამო ჩაიშალა. დღეს ახალარჩეული დეპუტატის, რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილება უნდა ეცნოთ და აერჩიათ საკრებულოს თავმჯდომარე, თუმცა ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა. მმართველმა გუნდმა ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სხდომა ისევ ჩაინიშნება. მანამდე კი კონსულტაციები გაგრძელდება. თუ საკრებულო 3 მაისამდე შეკრებას ვერ მოახერხებს, დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები.

მსგავსი