პარტია „საქართველოსთვის“ წევრის სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარტია „საქართველოსთვის“ წალენჯიხის საკრებულოს წევრის, გელა აბულაძისა და მისი ახლობლების საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე შესავალ სიტყვას წარმოთქვამს. ასევე პროცესზე დაცვის მხარე აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს.

ადვოკატის განცხადებით, სხდომაზე გელა აბულაძის მიმართ თავდებობით განთავისუფლებას მოითხოვენ და მას თავდებში პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატები ჩაუდგებიან. ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა თაღლითურად საკუთრებაში 406 ათასზე მეტი ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირეს.