ხმაური სემეკთან

აქცია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომპანიასთან. „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა ტარიფების მატება გააპროტესტეს. ისინი სემეკი-ს თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა უქმე დღეების გამო, ამის შესაძლებლობა არ მიეცათ. აქციის პარალელურად, სემეკ-მა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ კომუნალური ტარიფები არ გაძვირებულა და პოლიტიკური პარტიები მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.