კვირის ბოლოს გაირკვევა, მიიღებს თუ არა მერია თბილისის განვითარების გენერალურ გეგმას, რომელშიც 2015 წლიდან უკვე ორი მილიონი ლარი აქვს გადახდილი.
დედაქალაქის მთავრობის საბოლოო გადაწყვეტილებამდე ოთხჯერ დაწუნებული დოკუმენტის გარშემო დღეს საჯარო განხილვა მოეწყო, რომელიც მწვავე სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დოკუმენტის ავტორი კომპანიის წარმომადგენლებმა და ოპოზიციამ შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მერიის მიერ ხარვეზების გასასწორებლად მიცემული 45-დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ დედაქალაქის მთავრობას გეგმის მიმართ კვლავ შენიშვნები აქვს. თუმცა კომპანია „სითი ინსტიტუტი“ პრეტენზიების ნაწილს ამჯერად აღარ ეთანხმება.