ხმაური ბათუმის საკრებულოში. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტაციამ ქალაქის მერის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვა და პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა.
მირდატ ქამადაძის განცხადებით, ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილებებს ვერ იღებს თორნიკე რიჟვაძესთან შეთანხმების გარეშე.