„ნაციონალურ მოძრაობას“ მისი წევრები ტოვებენ

„ნაციონალურ მოძრაობას“ ბათუმის ორგანიზაციის წევრები ტოვებენ. პარტიაში დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება. „ერთიანობის ყველა შანსი ამოვწურეთ, პარტიას ვტოვებთ“, – განაცხადა ნიკა მელიას მომხრეთა ნაწილმა. მათ შორის არიან გიორგი კირთაძე, მირდატ ქამადაძე, ასევე ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ შვიდი დეპუტატი.

მათი ინფორმაციით, მანიფესტი, რომლის ხელმოწერაც პარტიაში დასარჩენად იყო საჭირო, პარტიის გახლეჩვას ემსახურება. „ნაციონალური მოძრაობის“ უკვე ყოფილი წევრები ამბობენ, რომ პოლიტიკურ საქმიანობას და ბრძოლას ხელისუფლების წინააღმდეგ გააგრძელებენ.