ხაშურის საავადმყოფოში 40 წლის ორსული მშობიარობისას გარდაიცვალა. დაღუპულს ორი შვილი დარჩა, ეს მისთვის მესამე მშობიარობა იყო. ხაშურის შინდარას დასახლებაში მცხოვრები კურტანიძეების ოჯახი ქალის გარდაცვალებაში ხაშურის საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებს. ოჯახის წევრები გარდაცვალების მიზეზად საკეისრო კვეთის დაგვიანებულად ჩატარებას ასახელებენ.