კორონავირუსი - ეპიდემიური ვითარება საქართველოში

საკეისრო კვეთის შემდეგ, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კოვიდინფიცირებული ქალი გარდაიცვალა – 30 წლამდე პაციენტი კლინიკაში ერთი თვის განმავლობაში მკურნალობდა. სპეციალისტები ქვეყანაში არსებულ რთულ ეპიდემიურ ვითარებაზე საუბრობენ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 848 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 15 პაციენტი კი გარდაიცვალა. კვლავ მაღალია ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი, ის 4,66 პროცენტს შეადგენს. ასევე რთულია კოვიდინფიცირებული ბავშვების მდგომარეობაც.

თათია ტაბეშაძე დეტალებით.